ჟენევის მორიგი მოლაპარაკებები

05 ოქტომბერი 2022, 17:25 443 ნახვა

ჟენევაში დღეს, 5 ოქტომბერს, საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებების გამართვა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

ქართული დელეგაცია მთავარ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე.

გარდა ამისა, საქართველოდან ჩასული დელეგაცია ისაუბრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში