ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა "ჩრდილოეთ ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირეს, - ინფორმაციას "CNN" დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ორშაბათს და სამშაბათს დაფიქსირდა.
ტელეკომპანიის განმარტებით, უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშა აფეთქებებთან, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.
დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.
რამდენიმე დღის წინ, "ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვა მოხდა. მოსკოვი საჯაროდ უარყოფს აფეთქებასთან კავშირს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.