პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია სამი ადამიანი. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.