თურქეთში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

27 სექტემბერი 2022, 10:21 1266 ნახვა

თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ერთი ადამიანი ესმხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმისას დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ერთიც კი დაშავდა, დაჭრილია მოქალაქეც, რომელსაც ბრმა ტყვია აივანზე ყოფნისას მოხვდა. შემთხვევა ქალაქ მერსინში მოხდა, ისმოდა აფეთქების ხმაც.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა. მისივე თქმით, მათ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი, ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი