ოკუპანტების იერიში ოდესაზე

25 სექტემბერი 2022, 10:31 565 ნახვა

უკრაინაში ომის 214-ე დღეა. ქვეყანას ოკუპანტი არაერთი მიმართულებით უტევს. ოდესაზე საოკუპაციო ძალებმა  უპილოტო თვითმფრინავით მიიტანა იერიში. ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გვიან ღამით მტერმა დაბომბა ნიკოლაევი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დაბომბვების პარალელურად უკვე მესამე დღეა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმი მიმდინარეობს.

რუსული მხარე მიმდინარე პროცესით  და მოსახლეობის აქტიურობით კმაყოფილია. საარჩევნო  ყუთები მოქალაქეებთან პირდაპირ სახლთან მიაქვთ, ე.წ დამკვირვებლებს, რომელსაც  თან ახლავს სულ მცირე 1 შეიარაღებული ჯარისკაცი მაინც. გარდა ამისა, ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აძლევს ხმას შეიარაღებული ჯგუფი, რომელთაც სახე აქვთ დაფარული.

უკრაინის პრეზიდენტი კი რუს სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დანებებისკენ და მათ სანაცვლოდ გარანტიებს სთავაზობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი