ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა 

24 სექტემბერი 2022, 12:00 632 ნახვა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი