ქუთაისში ავარიას 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

23 სექტემბერი 2022, 14:30 2849 ნახვა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიას სასულიერო პირი და

მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა. კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში