“ფარულ თვალთვალში მონაწილე ყველა ადამიანი, დავალების მიმცემიდან შემსრულებლამდე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალი, რომელიც უნდა დაისაჯოს.”- განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარლამენტში გააკეთა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ოპონენტებზე ინფორმაციის შეგროვება ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმია. უმრავლესობაში ოპოზიციის მხრიდან ცრუ ბრალდებებზე საუბრობენ. აღნიშნავენ, რომ ოპონენტებს რეალური ფაქტები არ გააჩნიათ.