ქედის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღიდან 14 დაწესებულებაში მუშაობა განახლდა. დანდალოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღსაზრდელები სწავლას დროებით ახოს საბავშვო ბაღში აგრძელებენ. ქედის ბაღებში წელს პირველად 160 აღსაზრდელი მივიდა, ჯამში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 650 ბავშვია რეგისტრირებული.