ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. სახელმწიფო მინისტრმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა მშვიდობის პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდაზე. თეა ახვლედიანმა ისაუბრა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.