ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სააღმზრდელო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო ვერ დაიწყება 33-ე, 20-ე და 13-ე ბაღებში. აღსაზრდელები მშობლებთან შეთანხმებით ადმინისტრაციული უბნის მიხედვით სხვა ბაღებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში მოსახვედრად რიგს 1380 ბავშვი ელოდება.