მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

12 სექტემბერი 2022, 10:17 919 ნახვა

კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. 

მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი