წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა

10 სექტემბერი 2022, 11:33 701 ნახვა

ხელვაჩაურში, მიხელ ჯავახიშვილისა და ივანე მესხის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებში, ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რომლითაც 500-მდე აბონენტი ისარგებლებს.  აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა მაჭავარიანის ქუჩაზე და ჩიხებში, რომლითაც 2000-მდე აბონენტი ისარგებლებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მიერ ქალაქისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით დაახლოებით 18 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში