დღეს იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "სპეციას" მიიღებს.
5 მატჩის შემდეგ ნეაპოლელებს 11 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებან, ხოლო"სპეცია" 5 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.
"ნაპოლი" ამ მატჩს დანაკლისით ხვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო დააკლდება.
"ნაპოლისა" და "სპეციას" დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ რომ გუშინ იტალიის სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მანამდე კი იგივე ნომინაციაში ქართველმა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიითაც გაიმარჯვა.
ხვიჩას იტალიის ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.