აშშ-მა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

08 სექტემბერი 2022, 13:56 525 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი, 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, შეერთებული შტატების "რამშტეინის“ ავიაბაზაზე მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.

დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.

რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან აშშ-მა უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გამოუყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი