„ნაპოლიმ“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა

08 სექტემბერი 2022, 11:31 738 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა. ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლა და  4-1 დაამარცხა. ნეაპოლელთაგან გოლები ჟელინსკიმ ორი, ანგისამ და სიმეონემ გაიტანეს. ინგლისელთაგან კი ერთი გოლი ლუის დიასმა გაიტანა. ამავე ჯგუფში "აიაქსმა" "რეინჯერსი" 4:0 დაამარცხა. პირველი ტურის შემდეგ "აიაქსი" და "ნაპოლი"  3-3 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. მომდევნო შეხვედრას სპალეტის გუნდი 10 სექტემბერს სერია A-ში "სპეციას" წინააღმდეგ შინ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი