14 იანვარი - ქართული თეატრის დღე

14 იანვარი 2017, 00:00 2156 ნახვა

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში კულტურული ღონისძიებები ტარდება, ამ წუთებში სპეკტაკლი “მაკბეტი” ექსპერიმენტალურ თეატრში მიმდინარეობს. საღამოს 19 საათზე კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი წარმოადგენს, სპექტაკლს სახელწოდებით "სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო" თეატრის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი დაიდგა ხულოს დრამატულ თეატრშიც. განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეატრალურ საზოგადოებას პროფესიული დღესასწაული მიულოცა. თეატრის დღეს 167 წლის ისტორია აქვს, 1850 წლის 14 იანვარს თბილისში პირველი სპეკტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა, თეატრალური დღესასწაული სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი