ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

04 სექტემბერი 2022, 14:32 710 ნახვა

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისში იმყოფებიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები. კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.  ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება.

მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ.

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში