ქართული თეატრის დღე

14 იანვარი 2017, 00:00 1594 ნახვა

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ბათუმში რამდენიმე კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 13 საათზე სპექტაკლით "პრინცესას საოცნებო ახალი წელი" პატარა მაყურებლებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი უმასპინძლებს. 17 საათზე ექსპერიმენტულ თეატრში დაიდგმება "მაკბეტი", ხოლო 19 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლს სახელწოდებით "სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო" წარმოადგენს. თეატრის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი დაიდგმება ხულოს დრამატულ თეატრშიც. წარმოდგენებზე დასწრებას გეგმავს აჭარის განათლების მინისტრი. მანამდე კი ინგა შამილიშვილმა თეატრალურ საზოგადოებას პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი