უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

31 აგვისტო 2022, 14:51 494 ნახვა

სწორედ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსი მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის შეზღუდვაზე მსჯელობენ, პარალელურად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მათ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

დმიტრო კულებას თქმით, რუსების უმრავლესობა ქვეყნის „გენოციდურ აგრესიულ ომს“ კიევის წინააღმდეგ მხარს უჭერს. ამის შესახებ კულებამ როიტერთან ინტერვიუში ისაუბრა.

დაამატა, ნაწილობრივი ზომების მიღების დრო არ არის და მხოლოდ მკაცრი, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას შეუძლია შედეგის მოტანა. დმიტრო კულებას ეს განცხადება შეაფასეს საქართველოში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი