ბრანდენბურგის დელეგაციის ვიზიტი

31 აგვისტო 2022, 15:08 469 ნახვა

ბრანდენბურგის რეგიონული პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი. პარლამენტის პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ითქვა, რომ აჭარაში არაერთი პროექტი ხორციელდება გერმანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი