ბესიკ თამლიანს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

26 აგვისტო 2022, 17:16 734 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოხდება. მათ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა. საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი