საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება

26 აგვისტო 2022, 14:02 728 ნახვა

საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები.

საია ასე მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი