ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქცია-პერფორმანსით აღინიშნა

24 აგვისტო 2022, 21:24 745 ნახვა

ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქცია-პერფორმანსით აღინიშნა. სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებში კვამლი მესხიშვილის თეატრის წინ გაუშვეს, ასევე მოეწყო ავტომობილებით მსვლელობა. აქციის მონაწილეების თქმით, 31 წელია, უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ის დღემდე იბრძვის თავისუფლებისთვის. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მეგობარ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი წყდება, ამიტომ ომში მყოფ მოძმე ქვეყნას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. 24 აგვისტოს 6 თვე გავიდა რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია ხორციელდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი