ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

22 აგვისტო 2022, 18:57 1024 ნახვა

გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატების მხარდაჭერით. ბათუმის ბულვარის გენგემა დამტკიცებულია, მაგრამ  არა პირველადი ვარიანტი. მასში ჯერ ცვლილება შეიტანეს, კენჭისყრაზე კი ამის შემდეგ გაიტანეს. დოკუმენტში  ზღვისპირა პარკში მდებარე რამდენიმე შენობა იყო მოხსენიებული როგორც ბულვარის იერ-სახისთვის შეუსაბამო, მათ შორის იყო ამბასადორიც. ცვლილებაც სწორედ ამბასადორის შესახებ ჩანაწერს შეეხო, რომელიც გენგეგმაში აღარ წერია. დოკუმენტის ამ სახით მიღებას კი სხდომათა დარბაზშივე მოჰყვა ხმაური. ოპოზიციაც და საზოგადოება „ბათომიც“ ამტკიცებდა, რომ ჩანაწერის ამოღება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. როგორია მმართველი პარტიის საპირწონე არგუმენტები სიუჟეტიდან გაიგებთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში