თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა

22 აგვისტო 2022, 17:31 819 ნახვა

თურქეთმა წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გაზაფხულის შემდეგ განსაკუთრებით აქტიური გახდა ვაჭრობა თურქეთსა და რუსეთს შორის, ამასთან რუსეთიდან ნავთობის იმპორტი თურქეთმა დღიურად 200 ათასი ბარელით გაზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ის 98 ათასს შეადგენდა. ცნობისთვის, თურქეთი ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რადგან ანკარა რუსულ ენერგორესურსებზე კვლავ დამოკიდებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი