დაჭრილი პატიმრის საქმე

21 აგვისტო 2022, 12:06 570 ნახვა

ახალი ამბავი მომივიდა, რომ შეიძლება ჩემი შვილის გადარჩენა - არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი და თუ ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, - ამის შესახებ დაჭრილი პატიმრის დედამ, ნათია შენგელიამ  განაცხადა. გარდა ამისა, შენგელიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების არ სჯერა.

დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. როგორც  პატიმრის დედა ამბობს პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში