სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 აგვისტო 2022, 18:03 596 ნახვა

რა მოხდა გლდანის ციხეში? ეს გამოძიებამ უნდა  დაადგინოს, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო. 

უწყების ინფორმაციით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აიღეს კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია   ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. 

პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის გურამ სვანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 კვირის წინ შეეფარდა.  იგი გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს, თუმცა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.  

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის უკან, გლდანის ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა. შემთხვევა კი ამ დროს მოხდა. 

ოჯახის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ პატიმარმა ცენტრიდან ციხეში გადაყვანისას ციხის ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი