ძალადობაში ბრალდებული წამყვანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

18 აგვისტო 2022, 10:59 625 ნახვა

სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული  ტელეწამყვანის  ლაშა ნაკაიძის    სასამართლო პროცესი დახურულია. შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ რადგან საქმე ეხება სექსუალური ხასიათის დანაშაულს,  სხდომა უნდა დახურულიყო.  

პროკურატურა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, სწორედ  დღეს გაირკვევა, დატოვებს თუ არა მას მოსამართლე წინასწარ პატიმრობაში.

ლაშა ნაკაიძეს ბრალი ედება გაუპატიურებაში, ოჯახურ ძალადობასა და  ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. "მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს - აცახდებს მისი უფლებადამცველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში