დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით საცხოვრებელ სახლში ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 28 ათას 556 ლარის ღირებულების 6 ათას 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.