ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გარდაცვლილი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.