დღეს ბათუმში სპორტულ თევზაობაში სამოყვარულო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეთევზეების გარდა, აჭარაში ტურისტად მყოფმა მოყვარულმა მეთევზეებმაც მიიღეს.
შეჯიბრება ზღვაზე, სპინინგით და ხელოვნური სატყუარის საშუალებით მტაცებელი თევზის ჭერაში, ე.წ. როკ ფიშინგში გაიმართა.
ტურნირი „სპინინგ კლუბ ბათუმის“ და აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის „მაჭახელას“ ინიციატივით ჩატარდა.