ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა ღაზას, არის მსხვერპლი 

06 აგვისტო 2022, 11:42 916 ნახვა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო. მედიის ცნობით, ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის   განცხადებით,  მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზადან ისრაელზე თავდასხმის მცდელობის მიმართ. მისივე თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ფართო სამხედრო კამპანიით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არ ეშინია აღნიშნულში ჩართვის. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რადიკალურმა მოძრაობა "ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა გასროლილი რაკეტა ან ღია ადგილას ჩამოვარდა, ან რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. 

ცნობისთვის, რეგიონში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობის  მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა და თელ-ავივზე იერიშს მიიტანდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი