შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

06 აგვისტო 2022, 10:31 703 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,  მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულებს 3-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში