ქუთაისში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი მესამე დღეა შეზღუდვით მიეწოდება

02 აგვისტო 2022, 12:19 960 ნახვა

ქუთაისში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი მესამე დღეა შეზღუდვით მიეწოდება. წყალი შეფერხებით ბალახვანს, საფიჩხიის ნაწილს, ქალაქ-მუზეუმის და ე.წ. საღორიის დასახლებას მიეწოდება. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამბობენ რომ ზაფხულში წყლის შეზღუდვა წარმოუდენელია და შესაბამის უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვენ.

“საფიჩხიაზე ბოლო დღეების განმავლობაში წყალი იყო რამდენიმე საათით. დავიხოცეთ ხალხი, აგვისტოში რომ წყალი სანატრელი გაგიხდება. ვინმე დაგვეხმარეთ, ცისკარა, გამოუშვი წყალი”, - ამბობს მოსახლეობა.

ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში წყლის მიწოდების პრობლემას მაგისტრალის მილების რეცხვას უკავშირებენ, ამბობენ რომ  წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი