განხეთქილება “ნაციონალურ მოძრაობაში”

11 იანვარი 2017, 00:00 2645 ნახვა

საპარლამენტო სიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ამოღების მოთხოვნით, სერგო რატიანის მიმართვის განსახილველად ცესკო-ს ვადა დღეს ეწურება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  სხდომა დღეს არ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო სიიდან ექვსი წევრი ავტომატურად იქნება ამოღებული. ამის პარალელურად, სერგო რატიანი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა ნაწილი ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს, ის მოვალეა ამ ყრილობის ჩასატარებლად თანხა გადარიცხოს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი