პასუხი დავით არახამიას

25 ივლისი 2022, 14:39 865 ნახვა

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ამბობს, რომ არახამია დაინტერესებული პირია და მას ქართული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაზიანების ინტერესი აქვს. სამხარაძემ ამ განცხადებით დავით არახამიას უპასუხა, რომელიც ამბობს, რომ "ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ქვეყანაში ბევრი  ფსევდო პროცესია. ის მზად არის ქართველი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, როგორც ამბობს, ნებისმიერი პარტია, რომელიც  პრორუსული არ არის. ამის შესახებ დავით არახამიამ ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი