მომავალი ჰეპატიტის გარეშე

28 ივლისი 2020, 18:08 11595 ნახვა

მომავალი ჰეპატიტის გარეშე

#კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

დღეს, 28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება.

მისი მიზანია ვირუსული ჰეპატიტების რეალურ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლება.

წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია „მომავალი ჰეპატიტის გარეშე! ვიპოვოთ მილიონობით ინფიცირებული“

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი ნატო ნაკაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „იმედი“ წარმომადგენელი ზორია წურწუმია, ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ინფექციონისტი, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კლინიკური მენეჯერი დათო მურვანიძე.