19 მარტი 2020, 15:47 4688 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, სპეციალისტები მოსახლეობას უკიდურესი საჭიროების გარდა, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. რა კეთდება ვირუსის პრევენციისთვის და სამომავლო ღონისძიებების რა სტრატეგია აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს? ჩვენს კითხვებს მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე უპასუხებს. მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების გარდა, მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყვიტა. შეიცვლება თუ არა ზიარების წესი საქართველოში, ხვალ დაგეგმილ სინოდის სხდომაზე გადაწყდება. საზოგადოება სამღვდელოების გადაწყვეტილების მოლოდინში და ეკლესიის პოზიცია სათქმელში-საზოგადოების დავის საგნად ქცეულ საკითხზე, ჩვენს კითხვებს დეკანოზი იოანე გორელიშვილი უპასუხებს. როგორ ვებრძოლოთ ახალი კორონავირუსისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დავიცვათ ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფები საინფორმაციო სტრესისგან-ფსიქოლოგ ზურაბ ქარჩავას რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის როგორ მოუფრთხილდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში.