17 თებერვალი 2020, 11:40 5176 ნახვა

საფეხბურთო გუნდი ბეთლემის მოსამზადებელი პერიოდი

ქედის ბეთლემისთვის 2019 წლის სეზონი წარუმატებელი გამოდგა. კლუბმა საქართველოს ჩეპიონატის მესამე ლიგაში სადაც 10 გუნდი ასპარეზობდა ბოლო ადგილი დაიკავა და მეოთხე ლიგაში დაქვეითდა.

ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა განახლებული შემადგენლობით და მწვრთნელით დაიწყო. მძიმე კლიმატური პირობების გამო ფეხბურთელები ბათუმის რაგბი არენაზე ვარჯიშობენ. საშინაო მატჩებს კი მიმდინარე სეზონში ქედაში გამართავენ.

გადაცემის სტუმრები ირაკლი გოგიჩაიშვილი ბეთლემის მთავარი მწვრთნელი. ნიკა დიასამიძე ბეთლემის ფეხბურთელი

ლეონიძის ქუჩაზე მიმიდნარე მულტიფუნქციური სასპორტო სკოლის მშენებლობა.

ბათუმის სასპორტო სკოლა წლების მანძილზე აქტუალურობას არ კარგავს ამ ეტაპზე 2000- ზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად სხვადასხვა სპორტის სახეობაში სისტემატიურად ვარჯიშობს.24 სახეობა და 13 ალტერნატილური შენობა ქალაქის სხვადასხვა ადგილას ეს არის დღევანდელი სპორტსკოლის რეალობა. რაც შეეხება ბათუმის ახალ სასპორტი სკოლის მშენობლობას ის გასული წლის იანვარში დაიწყო და 16 თვეში უნდა დასრულებულიყო,თუმცა ვადამ ორჯერ გადაიწია სამშენებლო კომპანიამ მიზეზად დამკვეთი კომპანიისგან პროექტში ცვლილებების შეტანა დაასახელა.