31 ოქტომბერი, ჩვენი დიდებული შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე იყო

04 ნოემბერი 2019, 16:31 803 ნახვა

31 ოქტომბერი, ჩვენი დიდებული შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე იყო

 

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც  1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი.
აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება.
გადაცემის  სტუმარია - კახა გუჩმანიძე, ეკოლოგი, ნარჩენების მართვის ექსპერტი და სენის კოორდინატორი აჭარაში, რომელიც საუბრობს 
შავი ზღვის დაცვის დღის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, რა არის თარიღის კონკრეტული მიზანი,  რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, პრობლემის, რომელიც ბოლო ათწლეულში უფრო გაღრმავდა, დაბინძურდა წყალი, პრობლემა შეექმნა ზღვის ეკოსისტემას და სხვა მრავალი...