03 ოქტომბერი 2019, 17:00 239 ნახვა

რამინ მიქაბერიძის ოჯახი | სოფ. ხიდისთავი (ჩოხატაური) | გადაცემა 188-ე

გადაცემა მომზადებულია ჩოხატაურში სოფელ ხიდისთავში, საიდანაც გახლავთ დიდი ქართელი ლოტბარი და მომღერალი რამინ მიქაბერიძე. გადაცემაში ვხვდებით რამინ მიქაბერიძის შვილებსა და შვილივილებს, სადაც ისმის გურული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები. გადაცემაში გარდა სიმღერებისა საუბარია, რამინ მიქაბერიძისა და ოჯახის წევრების ღვაწლზე საბავშვო გუნდები და ანსამბლების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.