12 აგვისტო 2019, 13:13 697 ნახვა

შუახევის ჰიდროელექტროსადგური

შუახევის ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატია. აქედან 178 მეგავატიანი სადგური შუახევში და 9 მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე.მდინარე სხალთაზე 18 მეტრის სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი მოეწყო. სხალთის წყალსაცავი, ისევე როგორც დიდაჭარის წყალსაცავი დღეს ცარიელია. ორი წელი სრულდება, რაც დიდაჭარის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ნაცვლად ფსკერი ჩანს. შუახევი ჰესის წლიური საპროექტო გამომუშავება 429 მილიონი კილოვატსაათია. როგორც მინიმუმ, იმ დრომდე სანამ ჰესი ამუშავდება, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" დანაკარგი მილიარდ კილოვატსაათს მიაღწევს.