22 ივლისი 2019, 16:48 20433 ნახვა

უკვე ერთია თვეა რაც - #სირცხვილია.

დღეს 22 ივლისია, რაც იმას ნიშნავს რომ გავრილოვის ღამედ ქცეული მოვლენებიდან უკვე ერთი თვე გავიდა; ანუ უკვე ერთია თვეა რაც - #სირცხვილია. 33- დღეა, საქართველოში, თბილისში, პარლამენტის წინ ახალგაზრდები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის წასვლას. წასვლის მოტივი კი მარტივია - იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფომ, დაშლილი აქციის მონაწილეებს ეზოებსა და კორპუსების სადარბაზოებში სდია, სახეში რეზინის ტყვია დაუშინა და მაინც ვერ დააბრმავა; ვერ დააბრმავა და - პირიქით, ასობით ადამიანი ერთი იდეის ან უფრო ერთი #სათქმელის ირგლივ გააერთიანა - გახარია უნდა გადაგდეს. ახალგაზრდებმა, მიმდინარე მოვლენების ვერმომთმენმა ახალგაზრდებმა გადადეს ყველა საქმე და #საქართველოს სამსახურში ჩადგნენ; სამსახურში, რომელიც ყოველდღე, საღამოს 7 საათზე სხვა სამსახურების შემდეგ იწყება და გრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება
 

 მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აქციის მონაწილეებისთვის, კეთილსინდისიერ მოქალაქეებს - წყალი და საკვები, ხოლო სახელმწიფოს - #ბოტების და ტროლების ახალი პარტია მოჰქონდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ის საჭირო იყო; საჭირო - მათთვის, ვინც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს ყველა მხარე მოუსინჯა და ვერაფერი იპოვა მათი ღირსების შელახვისთვის, შერცხვენისთვის, რადგან #სირცხვილი აქ - სხვა რამ უფროა.