13 სექტემბერი 2018, 20:00 2849 ნახვა

განათლების რეფორმის წარდგენა და იყალთოს აკადემია, ახალი სასწავლო წელი და სიახლეები საჯარო სკოლებში. საგნობრივი ოლიმპიადები და გამარჯვებული მოსწავლეები. პექტაკლის პრემიერა და 82-ე თეატრალური სეზონის გახსნა - დღეს, 14 სექტემბერს ,13 საათსა და 10 წუთზე- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5.. ქვეყნის მთავრობამ დღეს კახეთში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის ხედვა წარადგენა და სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელა.გადაცემაში გაეცნობით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მიმდინარე სიახლეებს .. მოისმენთ ინფრომაციებს , რომლებიც საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს ცენტრის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს .შეხვდებით საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს - არჩილ ჯორბენაძეს , ანრი ქაჯაიას და ზურა ცეცხლაძეს , ( მოზარდები მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით თავინთ ხედვებსაც გაგვიზიარებენ ) და ბოლოს წინასაპრემიერო განწყობას შეგიქმნით,ერთად შევიხედავთ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სადაც ხვალ, 15 სექტემბერს 82-ე თეატრალური სეზონის გახსნა და დიდი პრემიერაა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე ..გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)