14 ნოემბერი 2017, 20:00 3430 ნახვა

#ერთადვიზრუნოთდავიმსჯელოთმომავალზე ბავშვთა მიმართ ძალადობა - ბულინგი სკოლებში - როგორ ესმით ბავშვებს ბულინგის მნიშვნელობა .. რა სახის ძალადობა იკვეთება ... რამდენად ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტები სკოლებში.. ვის ევალება ბავშვებზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა , პრობლემასთან გამკლავების რა გზები არსებობს , როგორია ბულინგის პრევენცია და .რას ფიქრობენ თავად მოზარდები ... ამ თემაზე ისაუბრებენ და იმსჯელებენ დღეს, 14 ნოემბერს , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო მგელაძე ... სკოლის ფსიქოლოგი მაია ტყეშელაშვილი ... სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონის ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენელი , უფროსი სოც. მუშაკი ნინო ცეცხლაძე . ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში თიკო აბაშიძე და საქველმოქმედო ფონდ ,, იალქანის ‘’ დღის ცენტრის მოზარდები