გაზიარება:

სპექტაკლი, კონცერტი, ქორეოგრაფია, საოპერო და საბალეტო წარმოდგენა, ვიზუალიზებული მანიფესტი და ბენეფისი… ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება.. კლასიკური და უკიდურესად ექსოპერიმენტული, ჩვენი და საგასტროლო აფიშა-ეს ''სცენაა'' გადაცემა, რომელიც  იკვლევს თეატრალური ცხოვრების ნიუანსებს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, ძიებებსა და ექსპერიმენტებზე, მარცხსა და წარმატებებზე. ბენუარზე, პარტერზე, კულისებზე , დეკორაციასა და განათებაზე...ვსაუბრობთ სცენოგრაფებზე, დრამატურგებსა და კომპოზიტორებზე, გრიმსა და გრიმასებზე... 

17 წელი, 700 გადაცემა თემის განმეორების გარეშე ეს ''სცენაა'' - გადაცემა თეატრალურ ცხოვრებაზე და არა მხოლოდ... ნახეთ ყოველ ოთხშაბათს, 19:30, აჭარის ტელევიზიით

ავტორი - ინგა ხალვაში
რეჟისორი - თამაზ შეწირული

პროდიუსერი - თამარ ჩხაიძე

ქრონომეტრაჟი 25 წუთი