საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში

05 ოქტომბერი 2016, 00:00 2589 ნახვა

ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. კენჭისყრა ბაგრამისა და მაზარ-შარიფის საარჩევნო უბნებში ტარდება, სადაც ცესკოს ინფორმაციით, 1603 პირია რეგისტრირებული. სამხედრო მოსამსახურეები ხმას პროპორციული წესით აძლევენ. საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს ადგილობრივი დროით 20:00 საათის შემდეგაც, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

ამავე კატეგორიაში