"საქართველო მზად არის ევროპულ გზაზე უფრო მეტი და კონკრეტული ნაბიჯებისთვის გადასადგმელად" - სალომე ზურაბიშვილი

27 ივნისი 2020, 14:51 1633 ნახვა

საქართველო მზად არის ევროპულ გზაზე უფრო მეტი და კონკრეტული ნაბიჯებისთვის გადასადგმელად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება ექვსი წლის წინ გააფორმეს. „პროგრესისა და ერთმანეთთან დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო ევროპულ გზაზე მეტი, კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში