ბათუმში მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

28 მაისი 2020, 15:31 1811 ნახვა

ბათუმში მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.  პროექტის მიხედვით, 540  მოსწავლეზე გათვლილი  სამსართულიანი ადაპტირებული   შენობა უნდა აიგოს. ცნობილია, რომ  კორპუსში  სასწავლო,  საგნობრივი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე სასადილო უნდა განთავსდეს.    პროექტის მიხედვით  ტერიტორიაზე ღია სპორტული მოედანიც უნდა მოეწყოს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 მილიონ 890 ათას 062  ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში